ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში – “აკაცუკები” ამას ვერ გაიგებენ, თუმცა, ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა

“საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და ავიამიმოსვლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, “აკაცუკები” ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მალე ყველა დაუბრუნდება საქართველოს და მშვიდობისთვის გაღებულ ღვაწლსაც დააფასებს”.

“გაინტერესებთ მშვიდობის ფასი?

აი, ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.

საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში.

სამწუხაროდ აკაცუკები ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა. დღეს თუ ხვალ, ყველა “უძღები შვილი” დაუბრუნდება მის წიაღს და დააფასებს დედა-სამშობლოს ღვაწლს მშვიდობისათვის.

მშვიდობა მოგვმადლოს ღმერთმა საქართველოს და სრულიად სამყაროს”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები