ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის თემაზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესს და აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით, ISO 20022-ის ფინანსური შეტყობინებების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული საფინანსო სექტორის მზადყოფნას გლობალური მიგრაციისთვის ISO 20022-ზე, რომლის საბოლოო ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.

აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებას, ეფექტურობასა და ავტომატიზაციას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ISO 20022-ის სტანდარტის სტრუქტურა, მისი დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები და ეროვნული მიგრაციის გზამკვლევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები