აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დასრულდა

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების” გადახედვას არ აპირებს. კარასინის თქმით, დღევანდელ მოლაპრაკებებზე აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი ყველაზე მწვავე საკითხი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელშეკრულება აფხაზეთთან კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის გზებს ეძებს.
კარასინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წრამომადგენლები განცვიფრებულები დარჩნენ იმ პოზიციით, რომელიც ჰქონდათ აფხაზეთში, ვინაიდან “ეს ხელშეკრულება არანაირად უქმნის პრობლემებს აფხაზეთის სუვერენიტეტს”.
ამასთან, კარასინს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციამ 2007-2008 წლები და ის რიტორიკა გაახსენა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და იმედი გაქმოთქვა, მსგავსი რიტორიკა შეიცვლება.
საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე მწვავე და მძიმე საუბარი, რაც კი პრაღაში შემდგარა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის და მხარეების კარდინალურად განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
მხარეები შემდეგი შეხვედრის თარიღზეც არ შეთანხმებულან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები