მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, რომლებშიც ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმდება. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.