მაია ფანჯიკიძე: იმედი მაქვს, იზოლაციის პოლიტიკას წერტილი დაესმება

იმედი მაქვს, რომ ამ იზოლაციის პოლიტიკას წერტილი დაესმება, – ასე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან ახალგორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება და იქ მხოლოდ რუსეთის პასპორტებით იქნება გადაადგილება შესაძლებელი.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამას მოჰყვება რეაქცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
“ერთ-ერთი არის გადაადგილების თავისუფლება, ამით, მართლაც, ბევრი რამ შავდება. კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პრობლემები ექმნებათ. ამის თაობაზე ჟენევაში იქნება საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ ამ იზოლაციის პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების საშუალებით ხორციელდება, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაესმება. რადგან ეს არ არის იმ ხალხის ინტერესებში, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები