ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში მიღება ტრაგედია იქნება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ ევროკავშირში უკრაინის წევრობა.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ არ გვინდა ახალი აღმოსავლეთის ფრონტი და არც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გვჭირდება“, – თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება საბაბია ევროპის ომის დროს რეორგანიზაციისთვის.
მისივე თქმით, უკრაინა საშიში ქვეყანაა.
“უკრაინა საშიში ქვეყანაა, უკრაინელები ევროკავშირში არ უნდა მიიღონ, რადგან მაშინ უკრაინელი თაღლითების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთული იქნება. საბანკო თაღლითობის 80% უკრაინიდან მოდის, ამიტომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ. ეს არ უნდა დავუშვათ. უკრაინის ევროკავშირში მიღება ტრაგედია იქნება”,- განაცხადა ორბანმა.