სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

სტამბოლში 2 ივნისს გასამართ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

კელოგის თქმით, აღნიშნული ქვეყნები ომის შეწყვეტის შესახებ უკრაინული მემორანდუმის პირველადი ვერსიის შექმნაზე მუშაობდნენ.

„როცა ტრამპი პუტინს ელაპარაკებოდა, მან უთხრა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მემორანდუმს გადასცემს, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – აღნიშნა კელოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები