პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი პარლამენტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

 მისი თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი  26 მილიონ 906 ათასი ლარით განისაზღვრა.  რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უწყების ბიუჯეტი 2026 წელს 43  მილიონ 745 ათასი ლარი იქნება.

 აღნიშნული საკითხი სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები