26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს – სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება

მზადება 26 მაისისთვის აქტიურ ფაზაშია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო კომპონენტი ცერემონიის მთავარი ნაწილია.

სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ამ მხრივ თბილისში დატვირთული იქნება ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები.

ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა ტრადიციული ეროვნული პავილიონები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები