საქართველოს რკინიგზის  გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე მოდერნიზაციის პროექტის სწრაფად დასრულებას აანონსებს

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მოდერნიზაციის პროექტის დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაშა აბაშიძე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის დეტალები გაიარა.

“გენერალურმა დირექტორმა ქვიშხეთის ახალი სადგური და ქვესადგური, მეცხრე გვირაბი, საყრდენი კედელი,  მშენებარე ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტი, მოლითის სადგური და ელექტროცენტრალიზაციის პოსტი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტის სამუშაოების 99%  უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მეცხრე გვირაბში, რომელიც დაახლოებით 9 კილომეტრია – სახანძრო სისტემების, ვიდეო სათვალთვალო კამერების, დაკვამლიანების საწინააღმდეგო ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განმარტა, რომ მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ქვეყნის სარკინიგზო და სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის, სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები