ირაკლი ზარქუა – ქვეყნის ქაოსში შეყვანის საშუალებას არავის მივცემთ

„რასაც უსამშობლოები სჩადიან, არაფერში წერია, თუ რაიმე დღესასწაულია ან რაიმე ტრაგიკული დღეა, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ყველაფერს,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნებაა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

„გახსოვთ, საახალწლო დღესასწაულები, ასევე 9 აპრილის ტრაგედია. ახლა 26 მაისის გამოყენებას ცდილობენ. მინდა, ამ თვითმარქვიას ვუთხრა, რა 26 მაისი, აღლუმი უნდა ჩაიბაროს? არა. ე.ი. პროვოკაციისთვის ემზადება და ამას არ გავუტარებთ. სახელმწიფო პროვოკაციას უპასუხებს, რადგან ქართველი ხალხის ნებაა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ამ ქვეყნის ქაოსში შეყვანის საშუალებას არავის მივცემთ, რისი მცდელობაც ბევრჯერ ჰქონდათ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები