ვარშავის უნივერსიტეტში, ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ მყოფ ხალხს თავს დაესხა.
შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია, ის პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.
თავდასხმასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 8 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.