ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
ჩინეთის საგარეო უწყებამ სინანული გამოთქვა ინდოეთის მიერ პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო და განაცხადა, რომ შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით,- ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ინდოეთი და პაკისტანი მეზობლები არიან, რომელთა გადაადგილება შეუძლებელია და ორივე ჩინეთის მეზობელია. კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ჩინეთი დიპლომატიურ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც “სიენენი” წერს, დაძაბულობა მაშინ გამწვავდა, როდესაც ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის წინააღმდეგ საბრძოლველად მეზობლებთან და სავაჭრო პარტნიორებთან კავშირები გააძლიეროს.