ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება,  სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ – Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.

ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე – გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები