ლევან მახაშვილი – პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით

„პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება ირაკლი კობახიძე წარდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და ეს მისთვის ახალი არ იქნება,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კობახიძე პარტიულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული.

„ჩვენთვის ყრილობა ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, ახალ ხელმძღვანელს და პოლიტსაბჭოს ავირჩევთ, ეს პარტიისთვის საჭიროა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და გადაწყვეტილებებს სწორედ იმ გათვლითაც ვიღებთ, რომ არჩევნებს მომზადებულები შევხვდეთ. მეორე მხრივ, ამხელა შეკრებაზე იმ თემებზე საუბარი შეგვიძლია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება, გადავხედოთ, რა გზა გავიარეთ და შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ ქვეყნის საგარეო თუ შიდა პოლიტიკაზე. პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება წარდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და ეს მისთვის ახალი არ იქნება. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც პარტიულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები