“დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 185 ლოკაციაზე 1326 სანიაღვრე ჭა და 2588 გრძივი მეტრი კიუვეტი გაიწმინდა” – “თბილსერვის ჯგუფი”
“თბილსერვის ჯგუფი” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გამოქვეყნებულ ტექსტი წერია, დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 185 ლოკაციაზე 1326 სანიაღვრე ჭა და 2588 გრძივი მეტრი კიუვეტი გაიწმინდა, ასევე, 4632 მეტრი სანიაღვრე ქსელი გაირეცხა.
“აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ახორციელებენ”, – წერია ინფორმაციაში.