ვლადიმერ ბოჟაძე – გამჭვირვალობის კანონზე: განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარისგან, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით

,,ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარისგან, მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით – ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს, არ არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ უცხოელი პოლიტიკოსის ინტერესებში. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მათ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მომავალშიც ნებისმიერი კანონმდებლობა, ნებისმიერი საჭიროება, რომელიც კარგად დაიცავს ჩვენს ქვეყანას გარე გავლენებისგან, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები