მაკა ბოჭორიშვილი მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი მალდივის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, აბდულა ხალილს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს, მათ შორის, ტურიზმის, განათლების, ინვესტიციების წახალისების სფეროებში.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მაკა ბოჭორიშვილმა მალდივის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები