მაკა ბოჭორიშვილი ბოცვანას საგარეო ურთიერთობების მინისტრს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ბოცვანას საგარეო ურთიერთობების მინისტრთან, ფენიო ბუტალესთან.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით შესაბამისი კონსულტაციების გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები