ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველი და ერთი ერთეული მინი მუხლუხა ექსკავატორი შეიძინა

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველი და ერთი ერთეული მინი მუხლუხა ექსკავატორი შეიძინა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სპეც-ტექნიკა მუნიციპალურ სერვისებს გადაეცა, რომელიც შიდასაუბნო გზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებების და სხვა საჭირო სამუშაოების დროს გამოიყენება.

ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილია სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახანძრო ავტოტრანსპორტის და ერთი ერთეული თვითმცლელის შესყიდვა, რომელიც შემდგომში ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და ხულოს წყალკანალს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები