ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე ქალს ავტობუსი დაეჯახა, რომელსაც შემდეგ უკან მიმავალი კიდევ ერთი ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს, მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები