ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 3 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალი და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები