შალვა პაპუაშვილი თორნიკე რიჟვაძეზე: ყოველთვის თვალში საცემი იყო ის განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც მას აჭარის მიმართ აქვს
“აჭარამ, როგორც რეგიონმა, ბათუმმა, როგორც ქალაქმა, თითოეულმა რაიონმა, დასახლებამ აჭარაში წინ მნიშვნელოვნად წაიწია და ამაში თორნიკე რიჟვაძის განსაკუთრებული დამსახურება არის
, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ყოველთვის თვალში საცემი იყო ის განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც რიჟვაძეს აჭარის მიმართ აქვს.
„სხვათა შორის, ბრიფინგამდე ვესაუბრე მას და მადლობა გადავუხადე იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან თითქმის შვიდი წლის განმავლობაში აჭარისთვის გაწია. ფაქტი ხომ, მართლაც ჯიუტია და შეფასებაც აღარ სჭირდება დავინახოთ თუ რამდენად წაიწია წინ აჭარამ, როგორც რეგიონმა, რამდენად წაიწია წინ ბათუმმა, როგორც ქალაქმა, თითოეულმა რეგიონმა, რაიონმა, დასახლებამ აჭარაში და ამაში თორნიკეს განსაკუთრებული დამსახურება არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის თვალში საცემი იყო ხოლმე ის განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც მას აჭარის მიმართ აქვს და განსაკუთრებულად თვალში საცემი იყო ხოლმე ის სიყვარული, რომელიც აჭარის მოსახლეობას თორნიკე რიჟვაძის მიმართ აქვს. ეს არის სწორედ, როდესაც ადამიანი ზრუნავს საკუთარ რეგიონზე, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ შესაბამისი გამოხმაურებაც აქვს, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე გაწეული საქმიანობისთვის, რაც შეეხება მის გეგმებს ეს მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა.