რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მას „სრული იდიოტი“ უწოდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სატელეფონო საუბარში „სრული იდიოტი“ უწოდა.

ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რობერტ ფიცოს თქმით, მან ტრამპთან განიხილა ტარიფები, რომელთა დაწესებას აშშ-ის პრეზიდენტი ევროპისთვის გეგმავს. ამისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათის განმავლობაში ლანძღავდა და „სრულ იდიოტს“ უწოდებდა.

„დღეს ტელეფონზე ველაპარაკე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ორი თემა. პირველი ტარიფებია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაწესდა. მან საშინლად მისაყვედურა: „რობერტ, რა გააკეთე? რატომ გქონდათ ასეთი მოლაპარაკებები ტრამპთან? „ნორმალური ხართ?“ ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, – თქვა ფიცომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები