ისრაელის ძალებმა ლიბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ისრაელის ძალებმა ერთ კვირაში მეორედ დაიწყეს იერიში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, სამი ადამიანი,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები იტყობინებიან, შეტევამ საფრთხე შეუქმნა “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

ამასთან, ათასობით პალესტინელი ტოვებს რაფას, სამხრეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა თითქმის მთელი ქალაქის ევაკუაციის და სასიკვდილო თავდასხმები ბრძანება გასცეს.

ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე და მოუწოდა მის საერთაშორისო მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის უფლებას „სრული სუვერენიტეტის“ შესახებ.

”ისრაელის დაჟინებული აგრესია მოითხოვს ჩვენგან მეტ ძალისხმევას, რათა მივმართოთ ლიბანის მეგობრებს მთელ მსოფლიოში და გავაერთიანოთ ისინი ჩვენს მიწაზე სრული სუვერენიტეტის უფლების მხარდასაჭერად,” – თქვა აუნმა განცხადებაში.

მან დარტყმას უწოდა “საშიში გაფრთხილება” ლიბანის წინააღმდეგ განზრახვების შესახებ.

ასევე, იერიშები განხორციელდა იემენზეც – ამერიკის ავიაციამ “ჰუსიტების” პოზიციები დაბომბა. დარტყმის სამიზნე იყო სანაასა და ჰაჯაჰის გუბერნიები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 12-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები