კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვს

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. უფრო ზუსტად, ბრალდებული გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას არ აღიარებს.

ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ითხოვს.

როგორც მდინარაძე ამბობს, სახელმწიფო ბრალდებას ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე გენდერის ნიშნით მოკლა.

მოკლული კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.

სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები