“მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, მთელი ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, რომ ბიზნესს ჰქონდეს დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობა.
„ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკური განვითარება ჩვენი წარმოდგენით, არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი. მთელი ყურადღება რა თქმა უნდა, მიპყრობილია იმისკენ, რომ ბიზნესს ჰქონდეს დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობა.
მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც ამ შედეგით ვიქნებით წარმოდგენილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გახსნა თემაზე – „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა – ხელისუფლების როლი“.