გურამ მაჭარაშვილი: კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების საფუძველი
„კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების,“ – ამის შესახებ,” 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გავდივართ აგვისტოს ომის საკითხებს, საზოგადოებას და კომისიას კიდევ ერთხელ გვინდა, ვაჩვენოთ ის მაგალითები, რომლებიც ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას. ნაწილი გამოკითხულია, ნაწილს კიდევ გამოვკითხავთ, რაც ეხება ძირითადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ პასუხისმგებლობას საომარ მოქმედებებში. კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმების”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დღესაც იმსჯელებს.