აბაშაში დავით კაჭარავას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
აბაშის მუნიციპალიტეტში, დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 ჩიხის, დავით კაჭარავას 2 ჩიხის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან, შესაბამისი სამსახურისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში, დავით კაჭარავას ქუჩისა და ამავე ქუჩის 1 ჩიხის, დავით კაჭარავას 2 ჩიხის რეაბილიტაცია 3500 მეტრზე ჩატარდება, ღირებულებით 4 220 000 ლარი, ეწყობა სანიაღვრე არხები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები, გარე განათება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ამ ეტაპისთვის სამუშაოების 40% დასრულებულია.
ძლიერი წვიმების შედეგად მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი პრობლემა მოგვარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.