ამერიკელი სამხედროები აშშ-მექსიკის საზღვრის გაკონტროლებას დაიწყებენ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში, ასობით სამხედრო ქვეყნის სამხრეთ საზღვრის მეთვალყურეობას დაიწყებს,- ინფორმაციას ამის შესახებ “პოლიტიკო” ავრცელებს.

დაგეგმვის შესახებ მცოდნე თავდაცვის სამი ჩინოვნიკის თქმით, ადრე გამოუქვეყნებელი გეგმები მოუწოდებს სამხედრო წევრებს, განათავსონ თავიანთი ჯავშანტექნიკა საზღვრის მახლობლად უახლოეს დღეებში და გამოიყენონ ღამის ხედვის სათვალთვალო შესაძლებლობები ღია სივრცეების მონიტორინგისთვის.

ჯარს ასევე ექნება უფლება, განახორციელოს ფეხით პატრულირება, თუმცა მოქმედ სამხედროებს კანონით ეკრძალებათ მოქალაქეების დაკავება ან სასჯელ აღსრულებითი მოვალეობების შესრულება.

“საზღვარზე ყველა სამხედრო შეიარაღებული იქნება და “თავის დაცვის უფლება ექნება”,- ამის შესახებ, არმიის მაიორმა, ჯარედ სტეფანიმ განაცხადა.პ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები