კირცხალია – სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის შეხვედრაზე: ალბათ, ახალი დავალებების პაკეტია მოსული და მიიღებენ გარკვეულ დავალებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დესტრუქციასთან
“უკვე მერამდენედ უყურებს – მერამდენე სეზონის, მერამდენე სერიას ქართველი საზოგადოება, ამ უნიჭო აგენტების მხრიდან დადგმულს”, – ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
დეპუტატი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრას გამოეხმაურა.
“გრძელდება შეხვედრები ფანჩატური სამში. უკვე მერამდენედ უყურებს – მერამდენე სეზონის, მერამდენე სერიალს ქართველი საზოგადოება, ამ უნიჭო აგენტების მხრიდან დადგმულს.
რა კომენტარი უნდა გაკეთდეს და რა მოლოდინები უნდა გქონდეს იმ ჯგუფისგან, რომელიც იმართება გარედან – პატრონებისგან, ლობისტებისგან.
ალბათ, ახალი დავალებების პაკეტია მოსული და ამ შეხვედრებში მიიღებენ გარკვეულ დავალებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დესტრუქციასთან”, – განაცხადა კირცხალიამ.