“დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან სერიოზული ძალები ებრძვიან, ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას”-ნიკოლოზ მეტრეველი

“დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან სერიოზული ძალები ებრძვიან. ეს ვიღაცას შესაძლოა, ცოტა გაზვიადებულად მოეჩვენოს, თუმცა, ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

“აშშ-ში მთავარი პოლიტიკური პროცესი შედგა. დონალდ ტრამპი საქმიანობას შეუდგა. შესაბამისად, მომდევნო თვეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  მსოფლიო ბევრი გამოწვევის წინაშეა. ყველა რეგიონი რაღაც პრობლემების,  თუ კონფლიქტების წინაშეა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი ომი და უბედურება,  რაც უკრაინის ტერიტორიაზე ტრიალებს ისტორიას არ ახსოვს  . ტრამპის გამოჩენასთან ერთად  გარკვეული  იმედი გაჩნდა,    რომ უახლოეს თვეებში , შესაძლოა,  რაიმე ფორმით  ეს ომი შეჩერდეს.  დიდი იმედია,  რომ ეს დასრულდება. ბუნებრივია,  ეს  მთელს ევროპაზე,  მათ შორის,  საქართველოზეც აისახება. ეს გამოწვევები  პირველი  ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ამ ფონზე არავისთვისაა ახალი, რომ  “გლობალური ომის პარტიისგან” , ე.წ. deep state -სგან  ინტერესი არსებობდა, რომ  საქართველო მეტად აქტიურად ჩართულიყო.  ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო თვეები, სადამდეც გარკვეული ეტაპები იქნება, სანამ დონალდ  ტრამპს   დასჭირდება,  უფრო მეტად ჩაერთოს. აშშ-ში   ათასობით საჯარო მოხელეა,  რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს.  იცით, რომ დონალდ ტრამპმა  3 თვის განმავლობაში    უცხოური ქვეყნების მიმართ დახმარება შეაჩერა,   რადგან ბევრი ლოგიკური კითხვა არსებობს,   თუ სად  მიდიოდა ეს დახმარება, ვის ხელში ხვდებოდა,  რას,  შეიძლებოდა, მოხმარებოდა.  ამის ნათელი მაგალითი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ. თუნდაც  ის,  მდიდარი NGO-ების  ფულები სად მიედინებოდა, რას ხმარდებოდა. მაგალითად,  ლგბტ პროპაგანდას,  ოპოზიციური  ტელევიზიების დაფინანსებას და ა.შ. ბოლო თვეების განმავლობაში  ვნახეთ ეს აქციები, რომელშიც  დასავლელი პოლიტიკოსების ინტერესები ნათლად იკვეთებოდა. ძალიან უცნაური ფაქტია, რომ ჩვენმა შსს-მ  დაახლოებით 25 ადამიანი, უცხოელი  ქვეყნიდან გააძევა. ყოვლად უცნაურია,  მე, პირადად, როდესაც სადმე მივდივარ,  არანაირი სურვილი არ მაქვს , რომ აქციაში მივიღო მონაწილეობა.  ლოგიკურად იბადება კითხვა  –   ეს ხალხი რისთვის იყო აქ ჩამოსული.  მანამდე “კანვასის” ე.წ. ტრენერები იყვნენ  ჩამოსულები,   გუშინ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა  განცხადება გააკეთა , რომ საქართველოში მყოფი პირები,   შესაძლოა, უკვე მის ქვეყანაში იყვნენ და  იქ “მაიდანი”  იგეგმებოდეს. მე იმის თქმა მინდა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან სერიოზული ძალები  ებრძვიან.  ეს ვიღაცას შესაძლოა,  ცოტა გაზვიადებულად   მოეჩვენოს  ,  თუმცა, ეს ის სამწუხარო რეალობაა  რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.  ამ მხრივ მნიშვნელოვანი ბოლო რამდენიმე თვე იქნება.

არავითარი ეკონომიკური კრიზისის საფრთხეები არ არის.  თუმცა, ჩვენს საზოგადოებას სერიოზული ყურადღება მართებს.   აგერ მაგალითად, გიორგი ბაჩიაშვილი  გამოჩნდა ,  რომელიც უბრალო ფიგურა არ არის,  ის ამ დიდი ქსელის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წარმომადგენელია,   დიდი რესურსების, გავლენების  მქონე ადამიანია,   რომლის გვერდითაც დგას მაგალითად,  რობერტ ამსტერდამი,  რომელიც ასევე ძალიან სერიოზული ფიგურაა,  სხვადასხვა   ქვეყანაში არაერთ საეჭვო საქმიანობაშია შემჩნეული.  ასევე არიან ჭყონია, ხაზარაძე,  ეს დაჯგუფებები,  დაქირავებული,   პენსიაზე მიმავალი უილსონი. ეს ერთობლიობა   ბოლომდე შეეცდება,  რაღა  არეულობა შემოიტანოს,  თუმცა,  ვხედავთ,  რომ რეალურად მათ არავითარი რესურსი არ აქვთ. “- განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები