რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება” დღეიდან დაიწყო.

მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მილიონი კილოვატ/საათია. კომპანია Chernomorenergo-ში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის ეს მოცულობა, დანერგილი მოძრავი ჩაქრობის რეჟიმით, საკმარისი იქნება იანვარსა და თებერვალში.

„ამჟამად, გათიშვის გრაფიკი არის დღეში ოთხი საათი, ორი ღამით და ორი დღის განმავლობაში. არსებული გათიშვის გრაფიკით, მიწოდებული ენერგია საკმარისი უნდა იყოს იანვარსა და თებერვალში“, – აღნიშნეს ენერგოკომპანიაში.

ცნობისთვის, მაღალი მოხმარების გამო, ყოველწლიურად, ნოემბრიდან აპრილამდე ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ამის დასაფარად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა იძულებულია, ის რუსეთიდან მიიღოს.
ელექტროენერგიის დღიური ნაკადი რესპუბლიკას 15 მილიონი რუბლი უჯდება. ეს თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ ე.წ. მთავრობა გადახდის საშუალებების მოსაძებნად გადაუდებელ ზომებს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები