“ფოტოგრაფთა კლუბთან ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების პირობის თანახმად” – გორის მერია 

“ფოტოგრაფთა კლუბთან ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების პირობის თანახმად”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიისა და ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ლომჭაბუკთან არსებული მუნიციპალური სივრცე უზუფრუქტით ჰქონდა გადაცემული ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.

კლუბს ხელშეკრულება შეუწყდა ამ დოკუმენტით  გათვალისწინებული პუნქტის შესაბამისად, სადაც ცალსახად წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ცენტრში მოეწყობა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები და ეს იქნება სივრცე სტარტაპების, იდეური გაერთიანებებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში დარღვეულია ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი გახდა –  ა(ა)იპ-ს ხელშეკრულების მიხედვით უნდა განეხორციელებინა ელექტროენერგიის განმხოლოება (ცალკე აბონენტად აყვანა) და კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც არ არის შესრულებული”,- წერია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები