ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
„ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.