ირანული მედია: ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ქვეყნებს საფასურის გადახდა მოუწევთ

ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, ვალდებული იქნება გადაიხადოს „უსაფრთხოების საფასური“ ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი გადაადგილებისთვის,- აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო NourNews- ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

“მეგობრული ქვეყნებისთვის სრუტეში უსაფრთხო გავლის ნებართვები გაიცემა მხოლოდ უსაფრთხოების საფასურის გადახდის შემთხვევაში და არცერთი ქვეყანა არ იქნება გამონაკლისი“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მტრის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომპენსირებას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების საფასურის შეგროვებით, ახალი პროტოკოლი მკაცრად გავრცელდება ყველა არამტრულად განწყობილი ქვეყნის, მათ შორის მეგობრული ქვეყნების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები