ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი
“ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი.
„ამას პრაგმატულად ვუყურებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკური მიზანი უმაღლეს დონეზეა გაცხადებული. ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიური ნაბიჯები იდგმება და ამ პროცესს მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.