დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი, წერილის ავტორებს სურთ 1 120 000 ამომრჩეველს წაართვან არჩევანი
შადიმანების, ყორღანაშვილების, ორჯონიკიძეების საქმის ღირსეული გამგრძელებლები არიან წერილის ავტორები, ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც უნდათ, არამარტო 1 120 000 ამომრჩეველს წაართვან არჩევანი, არამედ მთელს ქვეყანას დააკარგვინონ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენი ისტორიის ღირსებაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს ის უსამშობლო ადამიანები არიან, ვისი საქციელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნის წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ადამიანებმა კარგად დაანახეს ჩვენს საზოგადოებას და მსოფლიოს, როგორები არიან 21-ე საუკუნის მოღალატე, საკუთარი ქვეყნის მოძულე პოლიტიკური ძალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების არჩევანი. ეს არჩევნები ლეგიტიმურად უკვე იყო ცნობილი და ყველა ასეთი ქმედება მხოლოდ კონტრპროდუქტიულია“,- განაცხადა მათიკაშვილმა.