“აქამდეც ვიცოდით, რომ იმ ე.წ. დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მოემართებოდა ევროკავშირიდან, მიმართული იყო რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული ძალების დასაფინანსებლად” – მათიკაშვილი

“აქამდეც ვიცოდით, რომ იმ ე.წ. დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მოემართებოდა ევროკავშირიდან, სწორედ რომ მიმართული იყო არასამთავრობო სექტორის, სინამდვილეში კი რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული ძალების დასაფინანსებლად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

“ახლა ეს არ ყოფნის ამ უსამშობლო რადიკალებს, ის თანხები, რომელიც ისედაც მოედინება ევროკავშირიდან მათ დასაფინანსებლად. ის თანხები, რომელიც გათვალისწინებულია მოქალაქეების მიზნობრივად დახარჯვისთვის, მათ ამ თანხების დაპატრონებაც სურთ. გასაკვირი ამაში არაფერია. საკუთარ სამშობლოს ისინი ყოველმხრივ ცდილობენ საფრთხე და პრობლემა შეუქმნან და ამით თვითონ იხეირონ,” – აღნიშნა “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დღეს გამოვა წინადადებით, საქართველოსთვის 100 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფა გაიყინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები