სახალხო დამცველი უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა
2024 წლის 31 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასში განთავსებულ უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის შედეგებითა და ეფექტით დაინტერესდა.
პროგრამა უკვე გავლილი აქვს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილს.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დაცვის აქტიურ მონიტორინგს.