„ღრმად დამწუხრებულები ვართ ესპანეთში გამანადგურებული წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა და დიდი ზარალი” – საქართველოს საგარეო უწყება
„ღრმად დამწუხრებულები ვართ ესპანეთში გამანადგურებელი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა და დიდი ზარალი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“ამ რთულ პერიოდში, ჩვენი ფიქრები ესპანელ ხალხსა და დაზარალებულ მოსახლეობასთანაა“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროის მონაცემებით, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 63 ადამიანი ემსხვერპლა.