„ჟვანიას სკოლის“ საერთაშორისო წარმატება: ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავება და საქართველოში დანერგვა DISPA-ს მხარდაჭერით

23-25 ოქტომბერს ჟვანიას სკოლის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ “საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA)” წლიურ სხდომაში. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი: საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისას წარმოქმნილი გამოწვევები.“

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საჯარო მმართველობის ლუდოვიკის უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორ გერგელი დელისმა ჟვანიას სკოლის დირექტორს უმასპინძლა.

ქეთევან ჯაყელი, ასევე, შეხვდა ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორს, მალგოჟატა ბივანის იოდინსკს.

მხარეებმა ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების პერსპექტივა განიხილეს. ჟვანიას სკოლის საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და საქართველოში დანერგვას.

ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის KSAP დირექტორმა, მალგოჟატა ბივანის იოდინსკამ უნგრელი კოლეგისგან მიიღო ესტაფეტა. KSAP დირექტორმა მიიწვია ქართველი კოლეგა და გამოსვლისას განაცხადა რომ ვარშავის სხდომაზე სპეციალური სესია გაიმართება საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

2025 წლის აპრილში, DISPA-ს სხდომა ვარშავაში ამ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები