2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში თითქმის 6 მილიარდი ლარი დახარჯეს
2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში თითქმის 6 მილიარდი ლარი დახარჯეს.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
შემოსვლების 41.7 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
მათი ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების 79.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 16.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე, ექსკურსანტი.