რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია – როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ექიმების რეკომენდაცია იქნება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.

„მე სიხარულით შემიძლია გამცნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, ის აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები