რატი ბრეგაძე: ნებისმიერმა პირმა, რომელსაც აზრად აქვს, განახორციელოს ძალადობრივი სცენარი, უნდა იცოდეს, რომ შესაბამის პასუხს მიიღებს ქართული სახელმწიფოსგან

ნებისმიერმა პირმა, რომელსაც აზრად აქვს, განახორციელოს ძალადობრივი სცენარი, უნდა იცოდეს, რომ შესაბამის პასუხს მიიღებს ქართული სახელმწიფოსგან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ფეისბუქპოსტს, რომლითაც ხალხს მიმართავს: „დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის“.

„როგორც ამ პოსტის ავტორმა, ასევე ნებისმიერმა სხვა პირმაც, რომელსაც აზრად აქვს, განახორციელოს ძალადობრივი სცენარი, კარგად უნდა იცოდეს, რომ იგი მიიღებს შესაბამის პასუხს ქართული სახელმწიფოსგან. როგორც მას, ასევე ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელსაც განზრახული აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, ვურჩევდი, კარგად გაეცნონ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს და იცოდეს, რომ აუცილებლად აგებს შესაბამის პასუხს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები