კირცხალია – ბაიდენის მიერ პრემიერის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე: ამ მდაბიო საქციელით საკუთარი თავი დაიმცირეს

„ამ [მოწვევის გაუქმებით] მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

“ამ [მოწვევის გაუქმებით] მდაბიო საქციელით თავისი თავი დაიმცირეს. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, დიახ, ჩვენ ვლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ ვერევით თქვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებში, ჩვენ ვართ ამერიკა და ამის უფლება გვაქვს. ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა პასუხი გასცეს ამას 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები