ბოჭორიშვილი – პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: ძალიან მკაფიოდ იყო ხაზგასმული თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს აქვს სრულად იყოს გამოყენებული

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

“ძალიან მკაფიოდ იყო ხაზგასმული თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც საქართველოს აქვს სრულად იყოს გამოყენებული.

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ოკუპაცია, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ის გზავნილი, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან, რომ გვსურს მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები