ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საარჩევნო სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს გამოცდილი პოლიტიკოსების სიაა, რომლებმაც აჩვენეს ერთგულება ქვეყნის მიმართ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ საარჩევნო სიას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სია გამოცდილი პოლიტიკოსებისგან შედგება.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საარჩევნო სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს გამოცდილი პოლიტიკოსების სიაა, რომელთაც უკვე ამ წლების განმავლობაში აჩვენეს თავისი პროფესიონალიზმი, აჩვენეს თავისი ერთგულება ქვეყნის მიმართ, აჩვენეს თავისი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული მიზნების შესრულების კუთხით.

ამავდროულად, ეს არის გუნდი, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ზეწოლისა, ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ჩვენს ქვეყანაში დაცულია ადამიანის უფლებები. ეს ყველაფერი არის ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხელშესახები ნაბიჯები, მიღწეული კონკრეტული წარმატებები და ეს ყველაფერი ამ გუნდის ერთობლივი ძალისხმევითაა მიღწეული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები