გურამ მაჭარაშვილი: 170-ვე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნის, სამშობლოს სიყვარული

“170-ვე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი ევროპული ღირებულება განსხვავებით ოპოზიციური სიებისგან, სადაც პირდაპირ მეორადები აქვთ გახსნილი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებით “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მომავალზეა ორიენტირებული.

„მე მგონი საძებარი გაგვიხდება ოპოზიცია პარლამენტში, ეს სია რომ შევადაროთ. „ქართული ოცნების“, რომელიც არის დაფუძნებული იმაზე, რომ ახალი სახეებიც იყოს, ახალი ენერგიაც იყოს, გამოცდილი დეპუტატებიც იყვნენ. ამავდროულად, მომავალზე ორიენტირებული. ევროპაც რომ იციან რა არის, ქართული ღირებულებაც იციან რა არის და შესაბამისად, ეს 170-ვე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი ევროპული ღირებულება განსხვავებით ოპოზიციური სიებისგან, სადაც პირდაპირ მეორადები აქვთ გახსნილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები