ირაკლი ზარქუა: გაკოტრებულები არიან ე.წ. ოპოზიციური პარტიები, რადიკალები

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიცია გაკოტრებულია.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თავი შეირცხვინა.

“გაკოტრებულები არიან ე.წ. ოპოზიციური პარტიები, რადიკალები. ვინც შეირცხვინა თავი, ზოგმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, ზოგმა მოღალატეობრივი საქმიანობით, ზოგმა არაპროფესიონალიზმით, ვინც თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას პოლიტიკის გარეშე არ ჩერდებიან და ახლა იკრიბებიან.

გახარიას სია კომენტარსაც არ იმსახურებს ჩვენი მხრიდან. მათგან რას უნდა ველოდოთ, ერთმანეთს ატყუებენ. გახარიას ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდა. ამიტომაც პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევია, პატრონების დაკვეთით, ხაზარაძის, რომელიც არის ხანდაზმული თაღლითი და მოღალატე გახარიას, გაერთიანება სცადა იმიტომ, რომ ორივე არის ურეიტინგო, უთავმოყვარეო, უპრინციპო. ქართველი კაცი ამას რანაირად გაატარებს. მათ სიებზე კომენტარი ზედმეტი იქნება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები